თეგი: გაზის ფასი

რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც გაზით ვაჭრობის საკითხს არეგულირებს და „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის საფასურის გადახდას რუბლში ითვალისწინებს. კანონი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.  31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ევროპაში გაზის ფასი, მარაგების გადაჭარბების გამო ეცემა

ევროპაში გაზის საბირჟო ფასი ეცემა. ერთ დღეში ცვლილებამ კიდევ 1% შეადგინა , რასაც ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები ადასტურებს.  ნოემბრის ფიუჩერსებზე (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა ფასის კლებით გაიხსნა და ათას კუბურ მეტრ გაზზე $1020,1 შეადგინა (-5,4%). 2022 წლის მარტის დასაწყისში, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის საფრთხის გამო, ევროპაში, გაზის ფასი ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ისტორიულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და ათას კუბურ მეტრზე $3 892 გაუტოლდა.  შემცირებული ფასები, ევროპაში გაზის გადაჭარბებულ მარაგზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, ევროპას უბრალოდ არ სჭირდება ამდენი გაზი.  25 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპაში, მიწისქვეშა გაზის საწყობებში მარაგმა თითქმის 102 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. საცავების მაქსიმალური სიმძლავრე 108 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვსი საწყობების დაახლოებით 95% -ია შევსებული. (2021 წელს ზამთრის წინა სტრატეგიული რეზერვი არსებული მოცულობის 80%-ს შეადგენდა).  

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს, რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. 15 თებერვლიდან, მეგავატსათ რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარი 180 ევროს მიაღწევს. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები. ევროკავშირის ლიდერები ენერგეტიკის მინისტრებს უბიძგებენ, რათა გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიეღოთ, თუმცა ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა ენერგეტიკულ კრიზისს.  G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, გერმანია, რომლის რუსული გაზის ბაზარიც ევროპაში ყველაზე დიდია, სკეპტიკურად უყურებდა ახალ შეზღუდვას, თუმცა, ალიანსში საბოლოოდ კონსესუსს მიაღწიეს. „გერმანიაში გაზის დაბალი ფასის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა არ დავზარალდეთ, თუნდაც საუკეთესო მოტივებით“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეკანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა. 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.  

ევროპაში გაზზე ფასი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე პირველად შემცირდა

ევროპული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე $850-ზე დაბლა, 21 თებერვლის შემდეგ პირველად დაეცა.  ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. იანვრის ფიუჩერსებზე (TTF ინდექსზე) ვაჭრობა $925,20ით ათას კუბურ მეტრზე (-1,9%) გაიხსნა. შემდეგ, ფასი თანდათან შემცირდა და $839.3 (-11%) გაუტოლდა. კვოტირების დინამიკა წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს ეფუძნება და ათას კუბურ მეტრზე $943,5 შეადგენს.  შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ენერგოკრიზისი და რესურსებზე ფასის ზრდა დაიწყო.